სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტის „ორმაგი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ განხორციელება.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) 2010 წლიდან ახორციელებს ჟურნალ "ბილინგვური განათლების" გამოშვებას ყოველკვარტალურად.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) გამოსცა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეათე ნომერი. ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში.
გამოვიდა ახალი წიგნი „მეორე ენა - წერა: პრობლემები, მიდგომები, სტრატეგიები“. წიგნის ავტორია გიული შაბაშვილი. წიგნი ეხება მეორე ენის წერითი კომპონენტის სწავლებას.
აზერბაიჯანული სკოლების დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეხვდა. გია მამულაშვილმა მათ ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი გააცნო.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ (CCIIR) მიერ მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო „გახდი თანამონაწილე - გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის“.
პროექტის „გახდი თანამონაწილე“ (Go and Participate) ფარგლებში ახალქალაქში ჩატარდა მიკრო-გრანტით დაფინანსებული ქართული ენის კონკურსის ფინალი.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა გამოსცა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეცხრე ნომერი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-5 დონის წიგნები თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წარუდგინა.
დღეს, 24 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 104-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა, სადაც გამოცდას სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები აბარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი აგრძელებს პროექტის "არაქართული სკოლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელების პროცესში" განხორციელებას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი სომხური სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ დამხმარე სახელმძღვანელოები გადასცა.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი 2011 წლის ნოემბრიდან ანხორციელებს პროექტს “გახდი თანამონაწილე”, რომლის მიზანია ეროვნული უმცირესოებების წარმომადგენელ ახალგაზრდების სამოქალაქო შეგნებისა ამაღლებისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილების ხელშეწყობა.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა გამოსცა "ენობრივი პორტფოლიო", რომელიც 4 წიგნისაგან შედგება და მოსწავლის ენის ფლობის თვითშეფასების ეფექტურ ინსტუმენტს წარმოდგენს.