14-15 მაისს, სამოქალაო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის „ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ (Development of Bilingual Literacy in Minority Schools of Georgia) ფარგლებში ჩაატარა საბაზისო კვლევა, რომელშიც არაქართულენოვანი სკოლების პირველი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 ეს არის პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც ბილინგვური კითხვის უნარების განვითარების პროცესის კვლევას გულისხმობს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში. ამისათვის CCIIR - ის ექსპერტებმა შეიმუშავეს ტესტები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო შემთხვევითობის წესით შერჩეულმა 70 - მა პირველკლასელმა.

საბაზისო კვლევის მიზანია გავარკვიოთ კითხვის რა ძირითადი უნარები შეიძინეს სომეხმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა, როგორც მშობლიურ, ისე ქართულ ენებზე. ტესტირების შედეგების ანალიზი საშუალებას მოგვცემს დავხვეწოთ პროექტის შემდგომი ეტაპების სტრატეგიული გეგმა.

პროექტი „ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ ხორციელდება 2012 წლიდან, USAID - ის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა - „ყველა ბავშვი უნდა კითხულობდეს - უდიდესი გამოწვევა განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია ორენოვანი წიგნიერების განვითარება ბილინგვური სკოლებისთვის დაწყებით საფეხურზე, რაც შემდგომში მოსწავლეებს დაეხმარებათ როგორც მშობლიურ, ისე სახელმწიფო ენაზე წარმატების მიღწევაში.

პროექტის მოკლე აღწერა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში

pdfორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში