სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 27-29 მარტს, ბაკურიანში ტრენერ-მასწავლებლებისთვის გენდერული ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგები ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის „ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებს დონეებად დაყოფილი "კითხვის კიბის" წიგნები გადასცა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგების ციკლი.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახორციელებს პროექტს „მულტილინგვურ მასწავლებელთა განათლების პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოსა და უკრაინაში“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის მიერ.

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ 2014 წელს გამოცემული ორი კვლევის ანგარიშის ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია განათლების საკითხებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.

19 სექტემბერს, სასტუმრო "ამბასადორში" სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) პროექტის - „მასწავლებელთა განათლება - მულტიკულტურული სწავლებისთვის მომზადება“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.

8 სექტემბერს, სასტუმრო "ამბასადორში" სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) პროექტის - „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.

CCIIR - მა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები დაიწყო, რომლებიც პროექტის "ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში" ფარგლებში ტარდება.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. პროექტი „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“ ეხება განათლების სისტემაში ვაუჩერული დაფინანსების სისტემის ეფექტურობის კვლევას და ანალიზს სოციალური თანასწორობის კონტექსტში.

11 თებერვალს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა კვლევის - კვოტირების სისტემის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შედეგების პრეზენტაცია გამართა.

26 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა პროექტის „საქართველოში მულტილინგვური განათლების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება“ შედეგების წარდგენა და პრეზენტაცია.

19 დეკემბერს, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა კვლევის - ,,ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე" ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა წიგნი „სკოლა და საზოგადოება“.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა განახორციელა კვლევა, რომელიც აფასებს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების საშეღავათო პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტურობას საქართველოში.