8 აპრილს, „კავკასიურ სახლში“ (გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა 20) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები". კონფერენცია კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა(CCIIR).
კონფერენცია მიზნად ისახავდა, ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხში, როგორიცაა სამხრეთ კორეის ეკონომიკის განვითარება. შეხვედრის თემა იყო საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება და ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.
კონფერენცია კორეის ფონდის თავმჯდომარემ კიმ ოეკილიმ და CCIIR - ის პროგრამების მენეჯერმა ნათია გორგაძემ გახსნეს.
ღონოსძიებას დაესწრნენ და კონფერენციის თემაზე მოხსენებით გამოვიდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები: ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; კიმ ჯაეჩეოლი, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი; გიორგი აბაშიშვილი, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანის მოადგილე; ლი იეონო, იონსეის უნივერსიტეტის პროფესორი და ქეთევან გოჩიტაშვილი, ფოლოლოგიის დოქტორი, თსუ.
მომხსენებლების გამოსვლის შემდეგ, კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დისკუსიით დასრულდა.