სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი მონაწილეობს პროექტის „მულტილინგვური განათლების მასწავლებელთა მომზადების პროგრამის შემუშავება და დანერგვა უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში“ განხორციელებაში, რომელიც ფინანსდება ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში.

პროექტის პარტნიორია თორმეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან და ლიტვიდან
პროექტი მიზნად ისახავს მულტილინგვური განათლების მასწავლებელთა მომზადების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში.

 შემდეგი აქტივობების განხორციელება იგეგმება პროექტის ფარგლებში:

(ა) საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე პედაგოგიური სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური პედაგოგიური კადრების მომზადება.
(ბ) საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებში თანამედროვე მულტილინგვური განათლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნის უზრუნვლყოფა ორი მიმართულებით: (ა) მასწავლებელთა განათლება (ბ) განათლების ადმინისტრირება. პროგრამა მოამზადებს სხვადასხვა საგნის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებს.
(გ) ვებ-გვერდების შექმნა ქართული და უკრაინული პროგრამებისა და კურსებისათვის.
(დ) სამიზნე უნივერსიტეტებისთვის წიგნების და საკითხავი ლიტერატურის თარგმანი ქართულ და უკრაინულ ენებზე. პროექტის ფარგლებში ივარაუდება 20 წიგნის თარგმნა განათლების, ბილინგვური და ინტერკულტურული განათლების, განათლების ფსიქოლოგიის, მეორე ენის სწავლების მიმართულებით. ამ კომპონენტის განხორციელებას უზრუნველყოფს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი;;
(ე) 2013 – 2015 წლებში გამოიცემა საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალი „ბილინგვური განათლება“, რომელსაც კოორდინირებას გაუწევს „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR), „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ წევრები მონაწილეობას მიიღებენ ასევე მულტილინგვური განათლების სამაგისტრო პროგრამის შექმნის პროცესში.

აღნიშნული პროექტი ეფუძნება ცენტრის მიერ განხორციელებულ წინა პროექტს „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც დაფინანსდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისრის მიერ და რომლის ფარგლებშიც შემუშავდა მასწავლებელტა მომზადების საბაკალავრო პროგრამა საქართველოს სამი უმაღლესი სასწავლებლისთვის