სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) 2010 წლიდან ახორციელებს ჟურნალ "ბილინგვური განათლების" გამოშვებას ყოველკვარტალურად.

ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაფინანსებით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში. ჟურნალი ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

 ჟურნალის მეთერთმეტე ნომერში შემდეგ სტატიებს გაეცნობით:

"სათამაშო კომპიუტერული პროგრამები ლიტვური ენის შესწავლის პროცესში" - (ვ. კავალიაუსკასი )
"პოსტერების გამოყენება ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებაში" (ნ.არევაძე-კოტორაშვილი)
"ისტორიის შესწავლის ზოგიერთი საკითხი ბილინგვურ სკოლებში" (დ. ჩოჩიშვილი)
"თეარტალიზებული პროექტ-გაკვეთილი ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ეფექტიანი მეთოდი" (შ.ხუხუა)
"ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი პრინციპები (ქ. გოჩიტაშვილი)