EWMI G-PAC -მა (აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამა "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში") ანალიტიკური ორგანიზაციების მხარდამჭერი საგრანტო (TTSG) პროგრამის ფარგლებში 3 გამარჯვებული ანალიტიკური ორგანიზაცია გამოავლინა, მათ შორის სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი.

 

CCIIR $50,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. გრანტის ფარგლებში ორგანიზაცია გამოიკვლევს თუ როგორ არიან წარმოდგენილნი ეთნიკური უმცირესობები საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო მასალებში და შეიუშავებს რეკომენდაციებს სკოლებში მულტიკულტურული განათლების გასაუმჯობესებლად. ამავდროულად, CCIIR ადვოტკატირებას გაუწევს მულტიკუტურული განათლების არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას.