სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო კვლევის განხორციელება, რომელიც გულისხმობს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების საშეღავათო პოლიტიკის და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტურობის კვლევას საქართველოში.
17 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კვლევის - „გენდერული თანასწორობის საკითხები საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ ატარებს კვლევას, რომელიც გულისხმობს დაწყებით კლასებში ინტერკულტურული/მულტიკულტურული ასპექტების შესწავლას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.
21 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) პროფესიულ გაცვლით პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებს პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატები გადასცა.
21 მაისს, თექვსმეტმა ქართულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს. ეს დოკუმენტი სტანდარტების კრებულია, რომელიც ანალიტიკურ ორგანიზაციებს თავიანთ საქმიანობაში გაუძღვება.
14-15 მაისს, სამოქალაო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის „ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ (Development of Bilingual Literacy in Minority Schools of Georgia) ფარგლებში ჩაატარა საბაზისო კვლევა, რომელშიც არაქართულენოვანი სკოლების პირველი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
26-29 აპრილს, ბაკურიანის საჯარო სკოლაში, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) პროფესიულ გაცვლით პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებისთვის (როგორც ქართველი, ისე სომეხი და აზერბაიჯანელი) საერთო საინფორმაციო ტრენინგები ჩაატარა.
8 აპრილს, „კავკასიურ სახლში“ (გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა 20) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები". კონფერენცია კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა(CCIIR).
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR) ახორციელებს გაცვლით პროგრამას „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის / სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის“ (Teachers Partnership between Kvemo Kartli /Samtskhe-Javakheti and other regions of Georgia).
14 მარტს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი მარნეულის №3 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ცენტრის ინიციატივით რაიონის ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დონეებად დაყოფილი წიგნის „კითხვის კიბის“ილუსტრაციების შექმნაში.
EWMI G-PAC -მა (აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამა "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში") ანალიტიკური ორგანიზაციების მხარდამჭერი საგრანტო (TTSG) პროგრამის ფარგლებში 3 გამარჯვებული ანალიტიკური ორგანიზაცია გამოავლინა, მათ შორის სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) 2010 წლიდან ახორციელებს ჟურნალ "ბილინგვური განათლების" გამოშვებას ყოველკვარტალურად.
27 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ახალი პროექტის „ორმაგი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ პრეზენტაცია გაიმართა.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ შემუშავდა და გამოიცა სახელმძღვანელო „გენდერული თანასწორობის საკითხები საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას“, რომელიც წარმოადგენს სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერულ ანალიზს.