სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში" ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა.

22 მაისს მარნეულის N2 საჯარო, ამავე მუნიციპალიტეტის ორი აზერბაიჯანული (ჯანდარის, კაჩაგანის) და შულავერის N1 სომხური სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც მასწავლებელთა განათლების პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახალციხის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ჩატარდა ტემპუსის პროგრამის მიმდინარე პროექტის „მულტიკულტურული განათლებისა და მრავალფეროვნების სწავლების საერთაშორისო კურუკულუმის შექმნა" (DOIT) ფარგლებში, რომლის განხორციელებაშიც ჩართულია ორგანიზაცია.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში".

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 27-29 მარტს, ბაკურიანში ტრენერ-მასწავლებლებისთვის გენდერული ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგები ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის „ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებს დონეებად დაყოფილი "კითხვის კიბის" წიგნები გადასცა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგების ციკლი.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახორციელებს პროექტს „მულტილინგვურ მასწავლებელთა განათლების პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოსა და უკრაინაში“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის მიერ.

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ 2014 წელს გამოცემული ორი კვლევის ანგარიშის ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია განათლების საკითხებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.

19 სექტემბერს, სასტუმრო "ამბასადორში" სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) პროექტის - „მასწავლებელთა განათლება - მულტიკულტურული სწავლებისთვის მომზადება“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.

8 სექტემბერს, სასტუმრო "ამბასადორში" სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) პროექტის - „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.

CCIIR - მა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები დაიწყო, რომლებიც პროექტის "ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში" ფარგლებში ტარდება.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. პროექტი „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“ ეხება განათლების სისტემაში ვაუჩერული დაფინანსების სისტემის ეფექტურობის კვლევას და ანალიზს სოციალური თანასწორობის კონტექსტში.

11 თებერვალს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა კვლევის - კვოტირების სისტემის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შედეგების პრეზენტაცია გამართა.