სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 10-12 ივლისს, კვარიათში მიმდინარე პროექტის - „მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში“ ფარგლებში (დონორი - ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”) პროექტის სამიზნე ქუთაისის, ბათუმისა და გორის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებსა და ხარისხის მართვის სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

 მულტიკულტურული განათლების ასახვის ინსტრუმენტები მასწავლებელთა განათლების პროგრამებში, როგორ შევადგინოთ კულტურულად რელევანტური სასწავლო სილაბუსები და სასწავლო რესურსები - ეს ძირითადი საკითხები განიხილეს შეხვედრებზე მონაწილეებმა. ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს „ტემპუსის“ პროექტის „მულტიკულტურული განათლებისა და მრავალფეროვნების სწავლების საერთაშორისო კურუკულუმის შექმნა“ შედეგები.

ერთობლივ სამუშაო შეხვედრებზე უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა მულტიკულტურული ასპექტების მასწავლებელთა პროგრამებში ასახვასთან დაკავშირებით სამომავლო კოორდინირებულ მუშაობაზეც იმსჯელეს. გარდა ამისა დაიწყება მასწავლებელთა ახალი, ე.წ. 300-კრედიტიანი პროგრამის პედგოგიური ბლოკის სტრუქტურაზე მუშაობაც თითოეული უმაღლესი სასწავლებლის სპეციფიკის გათვალისწინებით.