9 დეკემბერს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში "ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PİTA) ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი ანა ბუიანოვა თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შეხვდა. მან პროგრამის შესახებ წარმოადგინა პრეზენტაცია და წევრების შეკითხვებს უპასუხა. პრეზენტაციის შემდეგ პროგრამაში ჩართულმა მხარეებმა თსუ ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
შეხვედრა ორგანიზებულ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.