სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის - CCIIR თანამშრომლებმა თამარ ანთაძემ და ელენე ჯაჯანიძემ თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებისათვის ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგები ოთხი დღის განმავლობაში ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და შეეხებოდა ფუნქციური წერასა (განცხადების, სამოტივაციო წერილის, ესსეს წერის მეთოდებს) და საბაზისო საოფისე პროგრამებით მუშაობის სწავლებას ( word, power point). ტრენინგის ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ მუშაობას დაეთმო. შედეგად სტუდენტებმა მიიღეს საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც მათ დაეხმარება კარიერულ წინსვლაში.