11 ივნისს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგმა, პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: ,,დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში“.
ლექციას დაესწრნენ პედაგოგოკის, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები. თუმცა, დასწრება თავისუფალი იყო და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სხვა დამსწრეებმაც.
ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელზეც ბატონმა ლევანმა პასუხი გასცა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
ღონისძიება ჩატარდა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტის „მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში“ ფარგლებში (ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით).