26 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.
პროექტი განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანი იყო არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გაძლიერება და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესში ჩართვის გზით.
ღონისძიებაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რა სიტუაციაა საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით და შეაფასეს განათლების პოლიტიკა გენდერული პერსპექტივიდან. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ გამოსცა.
პრეზენტაციას დაესწრნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და ექსპერტები.