31 მარტს, თსუ მე-7 კორპუსში, 1+4 პროგრამის ლექტორებისთვის ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრისა - CCIIR და თსუ-ს აიტი დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია:  http://e-learning.tsu.ge/course/index.php?categoryid=175 
CCIIR-მა პროგრამა PITA-ს ფარგლებში, 2016 წელს დაიწყო ელექტრონული კურსებისა და Moodle - ის პლატფორმის დანერგვა თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების პროგრამისთვის. 
პროგრამის ლექტორებსა და სტუდენტებს საშუალება ექნებათ სწავლა-სწავლების თანამედროვე, მოქნილი ელექტრონული ფორმატი გამოიყენონ, რომელიც სწავლების პროცესის ყველა კომპონენტს მოიცავს: შინაარსი, მეთოდები, შეფასების სისტემა, სასწავლო რესურსები/მასალები და სხვ. 

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროგრამის ლექტორებს ასევე გააცნეს სხვა დამხმარე რესურსებიც ქართული ენის ელექტრონული სწავლებისთვის: http://www.ice.ge/web/elearning_geo.html     http://reading.ge/