CCIIR-მა 2020 წლის ივნისში დაასრულა პროექტი ”სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისათვის ორენოვანი სწავლა-სწავლების დანერგვის საშუალებით”, რომელიც ღია საზოგადოების ფონდი/ Open Society Georgia Foundation -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) პროექტის "მულტილინგვური განათლების მხარდაჭერა საქართველოში" (დონორი ორგანიზაცია: OSCE HCNM) ფარგლებში აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურეობის უზრუნველყოფაზე, კერძოდ დაწყებითი და სკოლამდელი საფეხურისთვის სახელმძღვანელოების, გზამკვლევების, პოსტერების, ქარდებისა და სხვა ვიზუალური მასალების ბეჭდვა.