1-3 ოქტომბერს, ბაკურიანში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ჩაატარა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა იმ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლებშიც არაქართულენოვანი სტუდენტები სწავლობენ საშეღავათო პოლიტიკის (კვოტირების სისტემა) ფარგლებში. შეხვედრა შეეხებოდა მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურალიზმის მართვას უმაღლეს სასწავლებლებში. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა: თსუ, ილიაუნი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მონაწილეებმა მრავალფეროვნების მართვის კუთხით არსებული გამოწვევები / საჭიროებები გააანალიზეს და ამ კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. შეხვედრაზე სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციისთვის მათ ასევე შეიმუშავეს და განიხილეს რეკომენდაციები მრავალფეროვნების მართვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს სტრუქტურული, ინსტიტუციური და ინტერაქციული მრავალფეროვნების სტრატეგიის განხორციელებაში.
სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი გაეროს ასოციაციასთან (UNAG) ერთად ახორციელებს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამა არის 5 წლიანი დაიწყო 2015 წლის ივნისში და გაგრძელდება 2020 წლის მაისის ბოლომდე.

შეხვედრა ჩაატარეს CCIIR - ის პროექტის კომპონენტის დირექტორმა კახა გაბუნიამ და ილიაუნის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ.