8 სექტემბერს, სასტუმრო "ამბასადორში" სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) პროექტის - „განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა. პროექტი ეხება განათლების სისტემაში სკოლების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამის ეფექტურობის კვლევას და ანალიზს სოციალური თანასწორობის კონტექსტში. კვლევა განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. პრეზენტაციას დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და სხვები.