„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ ატარებს კვლევას, რომელიც გულისხმობს დაწყებით კლასებში ინტერკულტურული/მულტიკულტურული ასპექტების შესწავლას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.
CCIIR - მა განახორციელა კვლევის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს მთელი საქართველოს მასშტაბით, დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ინტერკულტურული მგრძნობელობის დონის განსაზღვრას და მათგან განსხვავებული სხვადასხვა ჯგუფების მიმართ მათი დამოკიდებულებების შესწავლას. ასევე იმ მეთოდებისა და სტრატეგიების გამოვლენას, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ მოსწავლეებში ინტერკულტურული მგრძნობელობის განსავითარებლად.
კვლევაში მონაწილე მასწავლებელთა შერჩევა განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით, შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე.
CCIIR - მა კვლევის თვისებრივი (სიღრმისეული ინტერვიუ) და რაოდენობრივი (ანკეტირება) მეთოდები გამოიყენა.
კვლევის შემდეგი ეტაპები ითვალისწინებს სახელმძღვანელოების ანალიზს ინტერკულტურული თვალსაზრისით და ფოკუს ჯგუფების ჩატარებას მოსწავლეებთან და მშობლებთან.
აღნიშნული კვლევა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში.
CCIIR ჩატარებული კვლევის შედეგებს ანალიზის შემდეგ გამოაქვეყნებს და შეიუშავებს რეკომენდაციებს სკოლებში მულტიკულტურული განათლების გასაუმჯობესებლად.