CCIIR - მა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები დაიწყო, რომლებიც პროექტის "ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში" ფარგლებში ტარდება. ტრენინგ პროგრამის მიზანია დაწყებითი კლასების ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენისა და სომხურის, როგორც მშობლიური ენის მასწავლებელთა კითხვის უნარების განვითარება, ორენოვანის წიგნიერების განვითარება და ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით წიგნიერების განვითარება. ტრენინგებს ჩაატარებენ ქართულის როგორც მეორე ენის, სომხურისა და აზერბაიჯანული ენების კითხვის სწავლების ტრენერები, რომლებიც კონკურსის შედეგად შეირჩნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ პროგრამა შეადგენს 45 საკონტაქტო საათს და განხორციელდება 6 თვის განმავლობაში. მასში მონაწილეობას დაახლოებით 432 უმცირესობების სკოლის მასწავლებელი მიიღებს. ყველა მათგანს ექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ტრენინგებს მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიების შესახებ, რომ მაგალითად, მასწავლებლებმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ სასწავლო პროცესში.
პროექტი "ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში" ხორციელდება პროგრამის - "ყველა ბავშვი უნდა კითხულობდეს - უდიდესი გამოწვევა განვითარებისთვის" ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლება როგორც მშობლიურ, ისე სახელმწიფო ენაზე. მიზანი მიიღწევა: 1) მასწავლებლებისა და მოსწავლეთათვის საჭირო სასწავლო მასალის მიწოდებით; 2) ეთნიკურ უმცირესობათა სკოლების მასწავლებელთა პროფსიული განვითარებით; 3) ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლა/სწავლების პროცესში.