11 თებერვალს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა კვლევის - კვოტირების სისტემის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების საშეღავათო პოლიტიკისა და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტურობას შესწავლას საქართველოში.
კვლევა დაფინანსდა გაეროს ასოციაციის მიერ და განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება" (ANI) ფარგლებში.
ღონისძიების მიზანი იყო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩართული ადამიანებისა და სხვა დაინტერესბულ მხარეებისთვის გაეცნო სამოქმედო პოლიტიკასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, რომლებიც CCIIR - მა კვლევის ფარგლებში შეისწავლა და ის რეკომენდაციები, რომელიც კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა.
პრეზენტაციას დაესწრნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და რეფორმის ავტორები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები და პროგრამის ხელმძღვანელები, ეთნიკური უმცირესობებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და სხვები.
ეთნიკური უმცირესობებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული საშეღავათო პოლიტიკა მიზნად ისახავს ყველა სტუდენტს მისცეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.
2010 წლიდან დაწყებული ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამა დაახლოებით 1500 ეთნიკურად არაქართველ სტუდენტს აერთიანებს და მისი მიზანია ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების მისაღებად აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენა.
კვოტირების სისტემის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში