სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ 2014 წელს გამოცემული ორი კვლევის ანგარიშის ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია განათლების საკითხებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.
კვლევები ჩატარდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში.
„განათლების დაფინანსების სისტემა და თანასწორობა საქართველოში“
ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა განათლების პროგრამების მიხედვით