"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.
შეხვედრების მიზანი იყო არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისათვის მაწავლებელთა ახალი სტანდარტისა და პროფესიული განვითარების ახალი სქემის გაცნობა და მათგან რეკომენდაციების მიღება.
შეხვედრები ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გაძლიერება მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესში ჩართვის გზით.
პროექტის ფარგლებში სულ გაიმართა 16 საინფორმაციო შეხვედრა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
მასწავლებელთა ახალი პროფესიული სტანდარტის მიზანია შემოიტანოს სკოლებში მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას.