სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახალციხის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ჩატარდა ტემპუსის პროგრამის მიმდინარე პროექტის „მულტიკულტურული განათლებისა და მრავალფეროვნების სწავლების საერთაშორისო კურუკულუმის შექმნა" (DOIT) ფარგლებში, რომლის განხორციელებაშიც ჩართულია ორგანიზაცია. პროექტი ითვალისწინებს მულტიკულტურული განათლების ჩართვას მასწავლებელთა განათლების პროგრამებში საქართველოსა (თსუ, ილიაუნი, სოხუმის, სამცხე-ჯავახეთის და თელავის უნივერსიტეტები) და ისრაელის უმაღლეს სასწავლებლებში.
პრეზენტაციაზე CCIIR - მა სტუდენტებსა და ფაკულტეტის წარმომადგენლებს გააცნო რეკომენდაციები სტუდენტების სოციალური ჩართულობის, ინტერკულტურულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის გაზრდისთვის. ძირითადად შეთავაზებული სტუდენტური აქტივობები საუნივერსიტეტო დონეზე მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: სადისკუსიო ვიდეო- ჩვენება, დისკუსია/ მოწვეული სტუმარი, ლექცია/ დისკუსია, საინტერესო ფილმების კინოჩვენება, ექსკურსიების ციკლი, სტუდენტური კლუბის შექმნის ინიცირება, ესეების კონკურსი და სხვა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ეხმარება საქართველოს ხუთ უმაღლეს სასწავლებელს მულტიკულტურული განათლების სასწავლო პროგრამის შექმნაში და მრავალფეროვნების წამახალისებელი საუნივერსიტეტო გარემოს უზრუნველყოფაში.