პროექტი #1: „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“
დონორი ორგანიზაცია: გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ევროკავშირი
პროექტის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გაძლიერება და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესში ჩართვის გზით.
ამჟამად ორგანიზაცია მუშაობს პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე, რომელიც სულ მალე გამოიცემა და ხელმისაწვოდმი იქნება ელექტრონულად ჩვენს ვებ-გვერდზე. იგი წარმოდგენს საქართველოში არსებული არაქართულენოვანი სკოლებისა და იქ დასაქმებული მასწავლებლების მდგომარეობის ანალიზს, ქვეყანაში განხორციელებული ინტერვენციების მიმოხილვას როგორც ზოგადად მასწავლებლების, ასევე არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების კუთხით, არსებული პრობლემების განხილვასა და რეკომენდაციებს არსებული პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანაბარი პირობების შექმნის უზრუნველსაყოფად.
პროექტი #2: „მულტილინგვური განათლების მასწავლებელთა მომზადების პროგრამის შემუშავება და დანერგვა უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში“ DIMTEGU
დონორი ორგანიზაცია: ევროკომისიის ტემპუსის პროგრამა
პროექტის მიზანია საქართველოსა და უკრაინაში მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა. პროექტის პარტნიორია თორმეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან და ლიტვიდან. „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გარდა, საქართველოს მხრიდან კონსორციუმში ჩართულნი არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კონსორციუმის ხელმძღვანელი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ამოცანები
• საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი სასწავლებლების უზრუნველყოფა საბაკალავრო, სამაგისტრო და მასწავლებელთა სერტიფიცირებული მომზადების მულტილინგვური განათლების პროგრამებით.
• საქართველოსა და უკრაინის საჯარო სკოლების უზრუნველყოფა კვალიფიციური პედაგოგებითა და სასწავლო მასალებით გლობალიზაციის თანმდევი და ადგილობრივი გამოწვევბის შესახვედრად.
• ბოლონიის პროცესის შესაბამისად, პროგრამების, სილაბუსებისა და სასწავლო მასალის მომზადება საქართველოსა და უკრაინის სკოლებისთვის მულტილინგვური განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და მასწავლებელთა გადამზადების სერტიფიცირებული პროგრამების ფარგლებში.
• საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა მომზადება მულტილინგვური/მულტიკულტურული სწავლების უახლეს მეთოდებსა და სტრატეგიებში.
• საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი სასწავლებლების აღჭურვა სასწავლო მასალითა (მათ შორის – ნათარგმნი სახელმძღვანელოებითა და რეგულარულად გამომავალი საერთაშორისო ჟურნალით) და ტექნიკით.
სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციარები
• 6 უმაღლესი სასწავლებელი საქართველოდან და უკრაინიდან
• 36 პირი (აკადემიური პერსონალი) განათლების, ჰუმანიტარული, სოციალური (ფსიქოლოგიის) მიმართულებით ამ 6 უმაღლესი სასწავლებლიდან
• 400 მოქმედი მასწავლებერლი საქართველოსა და უკრაინის სკოლებში
• 60 ბაკალავრი საქართველოსა და უკრაინიდან
• 40 მაგისტრი საქართველოსა და უკრაინიდან
ამჟამად სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი მუშაობს პროგრამისთვის ლიტერატურის თარგმანზე. ქართულ ენაზე ნათარგმნი 12 სახელმძღვანელო 2015 წლის სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, რაც უმნიშვნელოვანესი რესურსი იქნება მასწავლებელთა განათლების პროგრამებისთვის.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მუშავდება მულტილინგვური განათლების სამაგისტრო პროგრამა, იგეგმება საბაკალავრო პროგრამის პილოტირების დაწყება (პროგრამამ უკვე გაიარა აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში) და მოქმედ მასწავლებელთა გადამზადება მულტილინგვური განათლების მიმართულებით, რომელიც შემუშავებულია კონსორციუმის მიერ შედგენილი პროგრამების საფუძველზე.
პროექტი #3: „მულტიკულტურული განათლებისა და მრავალფეროვნების სწავლების საერთაშორისო კურუკულუმის შექმნა" (DOIT)
დონორი ორგანიზაცია: ევროკომისიის ტემპუსის პროგრამა
პროექტი ითვალისწინებს მულტიკულტურული განათლების ჩართვას მასწავლებელთა განათლების პროგრამებში საქართველოსა (თსუ, ილიაუნი, სოხუმის, სამცხე-ჯავახეთის და თელავის უნივერსიტეტები) და ისრაელის უმაღლეს სასწავლებლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ეხმარება საქართველოს ხუთ უმაღლეს სასწავლებელს მულტიკულტურული განათლების სასწავლო პროგრამის შექმნაში და მრავალფეროვნების წამახალისებელი საუნივერსიტეტო გარემოს უზრუნველყოფაში.
პროექტი #4: "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში"
დონორი ორგანიზაცია: ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”
პროექტის სამიზნეა 3 უმაღლესი სასწავლებელი - ქუთაისი, ბათუმი და გორი და მისი მიზანია ამ უნივერსიტეტებში მომავალი მასწავლებლების მომზადება მაღალი მულტიკულტურული მგრძნობელობითა და მრავალფეროვანი კლასის მართვისა და სწავლების უნარებით მასწავლებელთა განათლების პროგრამების გაუმჯობესების გზით.
პროექტის ამოცანები
• მასწავლებელთა განათლების პროგრამებში ინტერკულტურული ასპექტების ასახვა;
•პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება სტუდენტებში მულტიკულტურული მგრძნობელობის და ტოლერანტობის განსავითარებლად უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლების გადამზადების გზით ინტერკულტურული სასწავლო გეგმის შედგენისა და მისი იმპლემენტაციის საკითხებზე;
• მულტიკულტურული განათლების კურსის/ მოდულის შექმნა მასწავლებელთა განათლების პროგრამებისთვის სამ უმაღლეს სასწავლებლებში;
• საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში ტოლერანტობის და ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნა ინტერკულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით;
პროექტის ფარგლებში CCIIR მართავს სამუშაო შეხვედრებს უნივერსიტეტების მასწავლებელთა პროგრამების ლექტორებთან და ხარისხის მართვის წარმომადგენლებთან, რათა მასწავლებელთა ახალი სტანდარტის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდეს მასწავლებელთა განათლების პროგრამების დახვეწა. ორგანიზაცია ასევე მართავს/გამართავს საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტთაშორის ინტერკულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს საუნივერსიტეტო გარემოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის წახალისებას.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სამუშაო შეხვედრები უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისა და ხარისხის მართვის სამსახურების წარმომადგენლებისათვის (თითო უნივერსიტეტიდან - თითო წარმომადგენელი ხარისხის მართვის სამსახურისა და 3 - მასწავლებელთა განათლების პროგრამიდან) ინტერკულტურული სასწავლო გეგმის შედგენისა და მისი იმპლემენტაციის საკითხებზე.