სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 27-29 მარტს, ბაკურიანში ტრენერ-მასწავლებლებისთვის გენდერული ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგები ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გაძლიერება მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესში ჩართვის გზით.

გენდერული ტრენინგის მიზანია, განათლების ეროვნული და რეგიონული დონის პრაქტიკოსების გენდერული ცნობიერებისა და მგრძნობიარობის გაზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტრენინგის მონაწილეების მიერ განათლების პროცესში არსებული გენდერული უთანასწორობის გააზრებას და ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიების შემუშავებას სასწავლო პროცესში გენდერული მიდგომების დანერგვისა და გენდერულად კორექტული სასკოლო გარემოს მისაღწევად.

პროექტის მომდევნო ეტაპზე, აპრილში ტრენერ-მასწავლებლები თავიანთ რეგიონებში (ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში), ადგილობრივად უკვე თავად ჩაუტარებენ მასწავლებლებს ტრენინგებს გენდერის საკითხებზე.

pdfტრენინგ-მოდულის აღწერა