2023 წლის 11-13 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო) აწყობს მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:
მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან, პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.
CCIIR-მა მოამზადა ანალიტიკური ბიულეტენი მასწავლებლების შესახებ საქართველოს სკოლებში.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელი, შალვა ტაბატაძე გადაცემებში „Zoom განათლებაზე“ და „საქმიანი დილა“, განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2030 წლების სამოქმედო გეგმაზე საუბრობს.
30 იანვარს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) სხვადასხვა უნივერსიტეტის განათლების პროგრამების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
შალვა ტაბატაძე ტელეგადაცემაში "პირველამდე" სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლებსა და საგანამანათლებლო პოლიტიკის ურთიერთკავშირზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ CCIIR-მა იკვლია სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლებისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის გავლენის შესახებ საკითხი 2013-2022 წლების ჭრილში და მოამზადა ანალიტიკური ბიულეტენი.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების (CCIIR) ცენტრის პროგრამული დირექტორი, განათლების სპეციალისტი ნათია გორგაძე პირველი არხის სატელევიზიო გადაცემაში „ახალი დღე“ პროექტის „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის“ შესახებ საუბრობს.
20 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ჩაატარა ღონისძიება, სადაც ვიდეო-კონკურსში „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ მონაწილე სკოლების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოდგენილ იქნა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი ვიდეო-რგოლი.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) 2022 წლის 28 იანვრიდან ახორციელებს პროექტს „გენდერზე ორიენტირებული პედაგოგიკა თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის“,
14 დეკემბერს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, თსუ ახალგაზრდული ცენტრი გახსნა.
CCIIR-მა მოამზადა ანალიტიკური ბიულეტენი სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლებისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის გავლენის შესახებ 2013-2022 წლების ჭრილში.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) ეძებს წიგნების მაღაზიის ვაუჩერის შესაძენად ეძებს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი პროექტის ფარგლებში ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერის შესაძენად ეძებს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი აცხადებს ტენდერს პროექტის „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის“ ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობისათვის ფოტოაპარატების შეძენის მიზნით.
"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" (CCIIR), USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე.