სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) ახალი ბიულეტენი მოამზადა: სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ბიულეტენში განხილულია:
🔹საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები;
🔹 სოციალური დახმარების მიზნობრივ პროგრამაში რეგისტრირებული სასკოლო ასაკის (6-18) ბავშვების სტატისტიკური მონაცემები;
🔹გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა / რატომ ვერ იკვებებიან ბავშვები სასკოლო საათებში;
🔹სასკოლო კვების მოდელის დანერგვა (სხვადასხვა შეთავაზებული მოდელის მორგება არსებულ გამოწვევებთან და საქართველოს საგანმანათლებლო კონტექსტთან).
ბიულეტენი მომზადდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.