11-13 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო) აწყობს მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:
მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
კონფერენცია იმუშავებს ჰიბრიდული ფორმატით.
კონფერენციის ფარგლებში, ასევე, ტარდება ვორკშოპი სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის.
კონფერენციის პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებგვერდზე: www.seltame.tsu.ge.