სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) მოამზადა ახალი ანალიტიკური ბიულეტენი საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ.
ბიულეტენში გაეცნობით ინფორმაციას აქტუალური თემების შესახებ: როგორია საქართველოს საჯარო სკოლების შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა; რამდენად არის აღჭურვილი საქართველოს საჯარო სკოლები საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით.
ბიულეტენი მოამზადა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.