6 დეკემბერს, “ღია საზოგადოების ფონდში” სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო CCIIR-ის მიერ ჩატარებული კვლევა “რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში”, რომელიც საქართველოში რუსულ-უკრაინულენოვანი იმიგრანტებისთვის არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და სექტორში არსებულ გამოწვევებს ეხმაურება.
კვლევის ანგარიშში განხილულია შემდეგი საკითხები:
- როგორ შეიცვალა რუსული და უკრაინულენოვანი საგანმანათლებლო ინსტიტუციების რუკა და სპეციფიკა საქართველოში და როგორია საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში მოსწავლეთა დემოგრაფიული ცვლილებების დინამიკა 2020 წლიდან დღემდე;
- რა საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველო რუსულენოვან იმიგრანტებს და რა ალტერნატივები არსებობს ქვეყანაში განათლების სისტემის შეთავაზებების მიღმა;
- რა ტიპის გამოწვევები არსებობს რუსულენოვან საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში საქართველოს განათლების სისტემაში წარმოქმნილ სიახლეებთან ადაპტირებისა და ხარისხიანი სწავლების განხორციელების თვალსაზრისით და როგორია სისტემის რეაგირებისა და მზაობის მექანიზმები არსებული საჭიროებების საპასუხოდ;
- რა მოლოდინები, აღქმები და დამოკიდებულებები გააჩნიათ იმიგრანტ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საქართველოში ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობებთან და სპეციფიკასთან დაკავშირებით.
გაეცანით კვლევის ანგარიშს.