სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელი, შალვა ტაბატაძე გადაცემებში „Zoom განათლებაზე“ და „საქმიანი დილა“, განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2030 წლების სამოქმედო გეგმაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ დაამტკიცა.
შალვა ტაბატაძე დეტალურად განიხილავს აღნიშნულ სტრატეგიას, რა გამოწვევების წინაშეა და როგორ უნდა მოხერხდეს მისი უზრუნველყოფა თითოეულ საფეხურზე.
რა მექანიზმებია აუცილებელი, იმისათვის, რომ განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება მოხდეს მიზნობრივ აუდიტორიასთან.
რით არის განსხვავებული 2022-2030 წლის სტრატეგია განათლების მიმართულებით და რამდენად თანხვედრაშია ის იმ პოლიტიკასთან, რაც განათლების სამინისტროს ბოლო წლებში ჰქონდა.
სრული ვიდეოების სანახავად, გთხოვთ, გადადით შემდეგ ბმულებზე: https://www.youtube.com/watch?v=CckHzRSNMT ; https://www.youtube.com/watch?v=vf5Wk3UZ08s