შეხვედრის მიზანი იყო იმ მიმართულებებისა და ინტერვენციების განხილვა, რომლებიც ხელს უწყობენ საუნივერსიტეტო გარემოში არსებული მრავალფეროვნების მართვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრორექტორები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ფაკულტეტების დეკანები, პროგრამების ხელმძღვანელები.სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების პროგრამის მენეჯერმა, ნათია გორგაძემ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გააცნო მრავალფეროვნების მართვის საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილებები.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი უნივერსიტეტის გამოცდილება მრავალფეროვნების მართვის კუთხით.
შეხვედრა ჩატარდა USAID პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებას
უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).