11 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო), ვილნიუსის უნივერსიტეტის (ლიეტუვა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით (საქართველო) დაიწყო მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:
მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.


კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის სამუშაო თემები და სექციები:
მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL);
ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;
მეორე / უცხო ენის სწავლა / სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
ელექტრონული / დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;
ინტერკულტურული / მულტიკულტურული განათლების ასპექტები;
მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლება;
ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.
ქართველ სპეციალისტებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად წელს კონფერენციაზე მოხსენებას წარადგენს 23 ქვეყნის 53 წარმომადგენელი.
კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
კონფერენცია იმუშავებს ჰიბრიდული ფორმატით.