CCIIR-მა მოამზადა ანალიტიკური ბიულეტენი მასწავლებლების შესახებ საქართველოს სკოლებში.
ბიულეტენში აღწერილია მასწავლებლების ზოგადი მახასიათებლები და ძირითადი მიგნებები. მოცემულია სტატისტიკა, როგორც სქესობრივი გადანაწილების, ასევე, ასაკობრივი მაჩვენებლების მიხედვით.
ბიულეტენი მომზადებულია ქართულ ენაზე USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.