2023 წლის 11-13 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო) აწყობს მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:
მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის სამუშაო თემები და სექციები:
- მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება (CLIL);
- ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით;
- მეორე / უცხო ენის სწავლა / სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
- ელექტრონული / დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში;
- ინტერკულტურული / მულტიკულტურული განათლების ასპექტები;
- მრავალფეროვანი კლასის მართვა და ენის სწავლება;
- ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.
საპანელო პრეზენტაციები: სასწავლო მასალები და დამატებითი წყაროები.
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 1 აგვისტო
დასტური მონაწილეობის შესახებ: 2023 წლის 10 აგვისტო
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოაგზავნონ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
თეზისები უნდა დარეგისტრირდეს საიტზე: seltame.tsu.ge (მარჯვენა მხარეს მოცემულია სარეგისტრაციო ფანჯარა).