სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს სტაჟირების პროგრამას აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდებისათვის. 

 პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი სამუშაო კომპეტენციების და უნარების განვითარება.

სტაჟირების პროგრამა საბოლოო დასაქმებას არ ითვალისწინებს. სტაჟირების სავარაუდო ხანგრძლივობა მოიცავს 1-2 თვეს და დამოკიდებულია კანდიდატის და მიმღები კომპანიის შეთანხმებაზე. სტაჟიორი ჩართული იქნება სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში.

სტაჟირება ითვალისწინებს ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

სტაჟირების მსურველთა განცხადების მიღების ბოლო დღეა: 2021 წლის 5 მარტი.