სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) მოამზადა გზამკვლევი ლექტორ-მასწავლებლებისათვის თემაზე „შეფასება საუნივერსიტეტო სწავლა-სწავლების პროცესში“.
სახელმძღვანელოში მოცემულია შეფასების ის ძირითადი განმარტებები, რომლებიც შეფასების ტიპებთან, ფორმებთან, განზომილებებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, მკითხველს აძლევს შეფასების, როგორც კონცეფციის უკეთ გააზრების საშუალებას.
ნაშრომში წარმოდგენილია შეფასებასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები, რომელთა გათვალისწინება აუცილებლობას წარმოადგენს სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და მრავალფეროვნების განზომილებების ასახვისათვის შეფასებაში. ნაშრომის ავტორი განიხილავს განმსზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ფორმებსა და მნიშვნელობას, აანალიზებს უკუკავშირის მახასიათებლებსა და ტიპებს.
სახელმძღვანელოში გამოყენებულია და განხილულია შეფასების კონკრეტული მაგალითები მეტი მკაფიოობისა და პრაქტიკულობისათვის.
გზამკვლევი მომზადებული და გამოცემულია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ. პროექტი განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა”[PITA] ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა(USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG)შეხედულებებს.
პუბლიკაციის ავტორია ნათია გორგაძე.
გზამკვლელის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ ლინკზე: