სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 2020 წელს ჩაატარა ინტერკულტურული მოწიფულობის კვლევა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებში საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში.

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. კვლევა მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტების ინტერკულტურული მოწიფულობის შესწავლას და ინტერკულტურულ მოწიფულობაზე სხვადასხვა საუნივერსიტეტო ინტერვენციის მნიშვნელობის გამოვლენასა და ანალიზს. 

✔️დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოში არსებული ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური მრავალფეროვნება და წარმოდგენილია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უსდ) არსებული მრავალფეროვნება საერთაშორისო სტუდენტების, ეთნიკური უმცირესობების, გენდერული, შეზღუდული შესაძლებლობების თუ ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. 

✔️კვლევის ანგარიშში აღწერილია კვლევის შედეგები, განხილულია კვლევის ფარგლებში გამოვლენილი საინტერესო ტენდენციები და წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ერთი მხრივ, საუნივერსიტეტო მრავალფეროვნების ზრდასა და საუნივერსიტეტო ინკლუზიური გარემოს შექმნას და, მეორე მხრივ, სტუდენტთა ინტერკულტურული მოწიფულობის გაზრდას.

კვლევის ანგარიში