"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა’’ გამოსცა ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების სახელმძღვანელო 1-6 კლასებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის "ბილინგვური განათლების გზით უმცირესობათა უფლებების დაცვა" ფარგლებში და ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მეთოდური სახელმძღვანელოები 7-12 კლასებისთვის 7 საგანში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,, მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში .

სახელმძღვანელოებში განხილულია ბილინგვური სწავლების ძირითადი პრინციპები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, მეთოდოლოგიური მითითებები და როგორც საგანთაშორისი თემატური დაგეგმვის (ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლება), ისე კონკრეტული გაკვეთილების უაღრესად პრაქტიკული სანიმუშო მაგალითები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებიდან. მეთოდური სახელმძღვანელოები დაეხმარება მულტილინგვური განათლების რეფორმის პროცესში ჩართულ საპილოტე სკოლებს, აგრეთვე სკოლებს, რომლებიც გეგმავენ ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების პროგრამების განხორციელებას.

pdf- ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება 7-12 კლასებში, ისტორია

pdf- ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება 7-12 კლასებში, სამოქალაქო განათლება

pdf- ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება 7-12 კლასებში, გეოგრაფია

pdf- ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება 7-12 კლასებში, ფიზიკა

pdf- ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება 7-12 კლასებში, მათემატიკა

pdf- ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება 7-12 კლასებში, ქიმია

pdf- ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება 7-12 კლასებში, ბიოლოგია

pdf- ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება დაწყებით სკოლაში