პროექტის "ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით" ფარგლებში მიმდინარეობს ორდღიანი ტრენინგი პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებისთვის დმანისიდან, მარნეულსა და საგარეჯოდან. ტრენინგს ასევე ესწრებიან დაინტერესებული ახალგაზრდები დმანისის ახალგაზრდული ცენტრიდან.
ტრენინგები პროექტის მახასიათებლების, საპროექტო წინადადების მომზადების, პროექტის შექმნისა და მართვის თავისებურებების დეტალურ გაცნობას ეთმობა. ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ თავიანთი იდეები/ინიციატივები მცირე წარმატებულ პროექტებად აქციონ და ამით მეტ-ნაკლებად გადაჭრან თავიანთ სკოლასა თუ თემში არსებული პრობლემები თუ საჭიროებები.
პროექტი "ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით" ხორციელდება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTCP) ფარგლებში, ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით. პროექტის განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR), აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი საქართველოში და რეგიონალური განვითარების კავშირი „ტამასი“, აზერბაიჯანი.
პროექტის მიზანია საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება სოციალური ცვლილებებისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის.
ტრენინგს ატარებენ ელენე ჯაჯანიძე და ქეთევან ჯაჭვაძე CCIIR-დან.