სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახალ პროექტს ახორციელებს.
MySchool.GE უკეთესი საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვისა და სამოქალაქო ჩართულობისთვის“ („MySchool.GE for better education opportunities and civil engagement“) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (Eastern Partnership EU) მიერ დაფინანსებული პროექტია (იხილეთ ბმული).
პროექტი გულისხმობს ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების გაუმჯობესების პროცესში ქართული საზოგადოების ჩართულობის ეფექტური მექანიზმის შექმნა და ანგარიშვალდებულების ადვილად გამოსაყენებელი ინსტრუმენტის დანერგვა.
ვებგვერდი/მობილური აპლიკაცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს გაეცნოს ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში მოქმედი საჯარო სკოლების შესახებ, დააფიქსიროს სკოლაში აღმოჩენილი პრობლემა/ხარვეზი და მიიღოს რეაგირება შესაბამისი უწყებებისგან.