ტენდერი ცხადდება პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTCP) ფარგლებში, ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით. პროექტის განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR), აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი საქართველოში და რეგიონალური განვითარების კავშირი „ტამასი“, აზერბაიჯანი.

 

მომსახურების აღწერილობა:

ტენდერში მონაწილე სასტუმროებმა უნდა უზრუნველჰყონ:

• 22 ადამიანის განთავსება სასტუმროში 2 დღე/ღამით
• სამჯერადი კვება 2 დღის განმავლობაში
• საკონფერენციო ოთახი 2 დღის განმავლობაში
• ორჯერადი ყავით შესვენება და გამაგრილებელი სასმელები ტრენინგის მიმდინარეობისას.

მომსახურების გაწევის პერიოდი: 2019 წლის 26-27 თებერვალი

სავალდებულო მოთხოვნები:

• სასტუმროს უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
• სასტუმრო უნდა მდებარეობდეს თბილისიდან არაუმეტეს 250 კმ-ის დაშორებით
• სასტუმროს ნომრებს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური სველი წერტილი
• სასტუმროში უნდა იყოს ხანძარსაწინაარმდეგო სისტემა.

ტენდერში მონაწილე სასტუმროებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

• სასტუმროს რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
• მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა.

დაინტერესებულებმა სატენდერო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მცხეთის ქუჩა 8/90. საკონტაქტო პირი: მამუკა ჭეიშვილი.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 22 თებერვალი, 17:00 საათი

CCIIR დაუკავშირდება მხოლოდ იმ სასტუმროებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.