პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით"ფარგლებში ვიწყებთ პროფესიულ გაცვლით პროგრამას მასწავლებლებისთვის!
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები, - მასპინძელი მასწავლებლის სტატუსით ქართული სკოლების მასწავლებლები, ხოლო სტუმრის სტატუსით ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების ეთნიკური უმცირესობის მასწავლებლები ჩაერთვებიან.