სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) კვლევა ჩაატარა საქართველოს რუსულენოვანი სკოლებისა და რუსულენოვანი სექტორების მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა სამომავლო პერსპექტივებს შესასწავლად.

კვლევა ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების დამამთავრებელ კლასში მყოფი მოსწავლეების აღქმა და მოლოდინები, მიღებულ სასკოლო განათლებასთან დაკავშირებული დამოკიდებულება და სკოლის შემდეგომი განათლებისა და საქმიანობის პერსპექტივების ხედვა. კვლევაში მოცემული მიგნებები საშუალებას იძლევა, გაკეთდეს დასკვნები, რომლებიც განათლების პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებას მოითხოვს. 

 

კვლევის ანგარიში