სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) პროექტის "მულტილინგვური განათლების მხარდაჭერა საქართველოში" (დონორი ორგანიზაცია: OSCE HCNM) ფარგლებში აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურეობის უზრუნველყოფაზე, კერძოდ დაწყებითი და სკოლამდელი საფეხურისთვის სახელმძღვანელოების, გზამკვლევების, პოსტერების, ქარდებისა და სხვა ვიზუალური მასალების ბეჭდვა. 

 საბეჭდი მასალის შინაარსი, ფორმატი და ილუსტრაციები CCIIR-ის მიერ იქნება მიწოდებული.

ტენდერში მონაწილე პირები ვალდებულნი არიან, მათი შემოთავაზება აკმაყოფილებდეს იმ ინსტრუქციებს, ვადებს და პირობებს, რომლებიც მითითებულია სატენდერო განაცხადში. აღწერილი ვალდებულებების დაუცველობა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.

სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადა და პროტოკოლი: შემოთავაზებები მიიღება არაუგვიანეს 2020 წლის 10 თებერვლისა, თბილისის დროით 17:00 საათამდე, ფოსტით ან პირდაპირ შემდეგ მისამართზე: მცხეთი ქუჩა 8, ბინა 90, 0179 თბილისი, საქართველო (CCIIR-ის ოფისი).

სატენდერო განაცხადი და ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ