21-22 დეკემბერს, CCIIR-მა ჩაატარა ვორკშოპი თემაზე: ახალი სკოლის მოდელი ზოგადი განათლების რეფორმის კონტექსტში - დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკები.
ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს განათლების სპეციალისტებმა, რომლებმაც განიხილეს შემდეგი თემები ახალი სკოლის მოდელის კონცეფციის მიხედვით: ინკლუზიური განათლება, საგნობრივი და საგანთშორისი სწავლა-სწავლების პრინციპები, სახელმძღვანელოების შემუშავების პრინციპები, სასკოლო კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის თავისებურებები, ტექნოლოგიების ინტეგრირების პრიცნიპები და მასწავლებლის პროფესიული განვითარება.
ვორკშოპი ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.