28 ნოემბერს CCIIR-მა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
2023-2024 წელს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ახალი სკოლის მოდელს, როგორც ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მნიშვნელოვან ქვეპროგრამას, სწავლობდა. კვლევის ჯგუფის მიერ გაანალიზდა ახალი სკოლის მოდელის შესახებ არსებული ინფორმაცია ზოგადი განათლების რეფორმების ჭრილში, ახალი სკოლის მოდელის განათლების რეფორმების სხვა მიმართულებებთან თავსებადობა, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმის განვითარება და დანერგვა, სასკოლო სასწავლო გეგმები და კომპლექსური დავალებების ინტეგრირება სასწავლო პროცესში.
კვლევის შედეგები, მიგნებები და შესაბამისი რეკომენდაციები წარმოადგინეს ავტორებმა: შალვა ტაბატაძემ, ნათია გორგაძემ და სიმონ ჯანაშიამ. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
კვლევა ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
კვლევის ანგარიშის გასაცნობად გადადით ბმულზე.