სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პარტნიორი უნივერსიტეტების ქართულ ენაში მომზადების პროგრამების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და აკადემიურ პერსონალთან  სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრების მიზანი საშეღევათო პოლიტიკის კვლევის დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების გაზიარებაა.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2010 წლიდან საქართველოში საშეღავათო პოლიტიკა, იგივე კვოტირების სისტემა მოქმედებს, რომელიც საშუალებას აძლევთ ეთნიკურ უმცირესობებს, მიიღონ ქართულ ენაზე განათლება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში.

საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობები მისაღებ გამოცდას აბარებენ ზოგად უნარებში, თავის მშობლიურ ენაზე და შედეგების საფუძველზე ხვდებიან უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტს, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ შეუძლია, აირჩიოს მისთვის სასურველი ფაკულტეტი და სწავლა განაგრძოს საბაკალავრო საფეხურზე.

CCIIR-ი წლების განმავლობაში აკვირდება და სწავლობს საშეღავათო პოლიტიკის განხორციელებას. ბოლოდროინდელ, 2023-2024 წლის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, ცენტრის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრების ფორმატში უნივერსიტეტებთან ერთად განიხილავენ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მიღწევებს პროგრამის გაუმჯობესების მიზნით.

სამუშაო შეხვედრები ჩატარდა „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის, USAID-ის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია პროგრამის ფარგლებში.