ა/ო „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR) პროექტის "გენდერული თანასწრობის ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში" (პროგრამა "EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ", UN WOMEN, UNFPA) ფარგლებში იწვევს თბილისის, გურიისა და იმერეთის რეგიონების სკოლების დაინტერესებულ მასწავლებლებს სახელმძღვანელოების ანალიზის პროცესში მონაწილეობის მისაღებად და მასწავლებელთა ტრენინგების ჩასატარებლად.
პროექტი ითვალისწინებს სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურების სახელმძღვანელოების ანალიზს გენდერული სენსიტიურობის ჭრილში, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავებას და სკოლის პედაგოგებისათვის გენდერული თანასწორობისა და სასკოლო სწავლების დროს მისი მნიშვნელობის შესახებ ტრენინგები ჩატარებას.
აპლიკანტმა ორგანიზაციის მიერ მითითებულ მეილზე უნდა გამოგზავნოს ესეი გენდერული თანასწორობისა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი მნიშვნელობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ესეიში აპლიკანტმა ხაზი გაუსვას საკუთარ დამოკიდებულებასა და შეხედულებებს აღნიშნული საკითხის მიმართ და არგუმენტირებულად ახსნას საკუთარი ხედვა. ესეი აგრეთვე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას აპლიკანტის მოტივაციაზე, რატომ სურს ჩაერთოს გენდერულის თანასწორობის თემატიკაზე ტრენინგებისა და სახელმძღვანელოების ანალიზის პროცესში.
შესარჩევი ეტაპი:
პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, თქვენს შესახებ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები და ესეი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით. (სათაურის ველში მიუთითეთ - გენდერის საკითხების მკვლევარი/ტრენერ-მასწავლებელი) საკონტაქტო პირი: ელენე ჯაჯანიძე, ტელეფონი: 595 580 280.
შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებს ჩაუტარდებათ 3 დღიანი ტრენინგი პროგრამის მიზნების, ამოცანებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე სახელმძღვანელოების გენდერულ ჭრილში კვლევის/ანალიზის მეთოდოლოგიის მიმართულებით.